შალიკაშვილის ფოტო

ნუგზარ შალიკაშვილი

1948 — 2020

„სიცოცხლე ცეკვად აქცია, ცეკვა — ხელოვნებად, ხოლო თავისი სახელი — სამუდამო ხსოვნად.“.“

ბიოგრაფია

ნუგზარ ბიძინას ძე შალიკაშვილის დაიბადა 1948 წლის 2 თებერვალს, ქალაქ ოზურგეთში. იგი 1955 წლიდან სწავლობდა ბათუმის #2 საჯარო სკოლაში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რომელიც 1967 წელს დაამთავრა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში მოცეკვავე მსახიობად და პარალელურად მუშაობდა პანტომიმის სახელმწიფო თეატრში როგორც მსახიობი. 1968 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1970 წელს მან მუშაობა დაიწყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად. 1970-1976 წლებში სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1970-1992 წლებში მუშაობდა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში, შემდეგ დაიწყო მუშაობა პედაგოგად სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სკოლაში და 1993 წლიდან დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორად. 2006 წლიდან მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ქორეოგრაფიული განყოფილების გამგედ მუშაობდა სადაც მან მთელი დარჩენილი სიცოცხლე გაატარა. 1994-2005 წლებში ქორეოგრაფად მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში სადაც მან არაერთი სპექტაკლი გააფორმა. 1995 წლიდან მოწვეულ პედაგოგად მუშაობდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. იგი ასევე ცეკვავდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ვეტერანების ანსამბლ „არსიანში“. 1985 წელს ნუგზარ შალიკაშვილს მიენიჭა აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება. საპატიო წოდებები და მიღწევები
აჭარის დამსახურებული არტისტი 1985 წ.
საპატიო ქორეოგრაფის წოდება 2013 წ.
დამსახურებული მოღვაწის წოდება 2018 წ.
დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგის საპატიო წოდება 2018 წ.
საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის წოდება 2019 წ.
მადლობის სიგელი 2016 წ.
ბრწყინვალების ორდენი 2017 წ.
მადლობის სიგელი 2018 წ.

„მისი ნაბიჯები სცენაზე შეწყდა, მაგრამ ცეკვა, რომელიც მან თაობებს ასწავლა, სამუდამოდ გაგრძელდება მათ გულებში

სამარადისო ხსოვნა — 1948–2020

← ყველა ბიოგრაფია